მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის შეთავაზებამ არჩევნებში ერთიანი სიით გასვლის შესახებ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა...

მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებამ არჩევნებში ერთიანი სიით გასვლის შესახებ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეთავაზებამ რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი სიის შექმნისკენ მოუწოდებს, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მათი ნაწილი ამ იდეას ეთანხმება, ნაწილისთვის კი ერთიანი სია მიუღებელია.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი იდეაა, თუმცა ოქტომბერში, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში დარწმუნებულები არიან.

ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, საინტერესოს უწოდებს.

“მე და “ახალი საქართველოს” გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორი და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე. ვთვლით, რომ ნებისმიერი იდეა და წინადადება რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის. შესაბამისად, ძალიან საინტერესოამიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს. ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, ” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სამსაჯელოდ ზოგადად ძალიან მნიშველოვანი იდეაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ოქტომბერში არის გარდაუვალი და ეს არის სწორედ ამ ერთიანობის და მოსახლეობის ერთი დიდი იდეა – ამბობს ხატია დეკანოიძე.

,,ერთი რაც გადაჭრით შეიძლება ითქვას, აუცილებლად იქნება ოპოზიციაში მსხვილი ოპოზიციური ერთობა, ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების, რომლებიც შეეცდებიან და მოახერხებენ ალბათ ერთიანი პროპორციული სია ჰქონდეთ” – ამბობს ბაჩუკი ქარდავა

მთავარია ერთიან სიაზე რამდენად იქნებიან მზად პოლიტიკური ორგანიზაციები. მე მხარს დავუჭერდი, რომ ერთი დიდი ოპოზიციური სია გაკეთედეს- ამბობს გუბაზ სანიკიძე

სააკაშვილის შეთავაზების მოწინააღმდეგეების ძირითადი მოტივი კი ის არის, რომ ეს ინიციატივა ქვეყანაში ორპოლუსიან პოლიტიკურ გარემოს ქმნის.

პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა არის ივანიშვილის და მისი პროპაგანდის ამოცანა და ამაში არ უნდა დავეხმაროთ. თან ეს რეალობას არ ასახავს. ამომრჩეველი არის მრავალფეროვანი და ოპოზიციაც არის მრავალფეროვანი…დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იდეა არ იქნება გამოყენებული საბაბად მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად. – ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

იდეას არარელისტურად აფასებენ “დემოკრატიულ მოძრაობაში” და ამბობენ, რომ ეს ოპოზიციის ინტერესებს ეწინააღმდეგება

,,აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის იმისათვის, რომ მრავალფეროვნად განწყობილი ელექტორატის ინტერესები დააკმაყოფილოს” – ამბობს ანზორ ბიწაძე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებში ერთიანი პროპორციული სიით გამოსვლა შესთავაზა.

სიახლეები

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...