გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი გაუარესდება.
12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და გაწვიმდება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან სეტყვაც შესაძლებელია, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.
ზუგდიდში დროგამოშვებით იწვიმებს და საგრძნობლად აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ივნისს +17 და +19 გრადუსს შორის იმერყევებს. 14 ივნისიდან კი გამოიდარებს, თუმცა შენარჩუნდება ცვალებადი მოღრუბლულობა.
თბილისში 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.