მთავარისიახლეებიპოლიტიკამეუფე იაკობი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. ოპოზიციას აინტერესებს, რას ამბობს ახლა მეუფე...

მეუფე იაკობი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. ოპოზიციას აინტერესებს, რას ამბობს ახლა მეუფე იაკობი გიორგი გახარიას სიის პირველ ნომრად შესაძლო დასახელების შესახებ, მაშინ როცა მას “რუსეთის კაცად ” და საეკლესიო გადატრიალებაში მონაწილედ მოიხსენიებდა

Published on

არსებული ინფორმაციით, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დღეს პარლამენტში იმყოფებოდა და დახურულ კარს მიღმა არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. აქამდე არ ხმაურდება, თუ რა იყო შეხვედრის მიზანი და რაზე ისაუბრეს მათ. . მხარეები მედიასთან არ კონტაქტობენ.ინფორმაცია შეხვედრის შესახებ არ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაშიც.

,,რა თქმა უნდა, კონფიდენციალური შეხვედრის შინაარსი ჩვენ არ გვეცოდინება და თუ რაიმე ინტერესი გააჩნია მეუფე იაკობს, კარგი იქნება თუ ის ოპოზიციასაც შეხვდება,- განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ  რომან გოცირიძემ – საინტერესოა მეუფის აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია აქვს მას გიორგი გახარიას სიის პირველ ნომრად შესაძლო დასახელების შესახებ, მაშინ როცა მას “რუსეთის კაცად ” მოიხსენიებდა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პარლამენტში მსგავს შეხვედრებს პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს.

“რა თქმა უნდა, კონფიდენციალური შეხვედრის შინაარსი ჩვენ არ გვეცოდინება და თუ რაიმე ინტერესი გააჩნია მეუფე იაკობს, კარგი იქნება თუ ის ოპოზიციასაც შეხვდება და მოახსენებს იმას, რაც მან ერთხელ უკვე თქვა, რომ ქვეყანაში იგეგმებოდა ფაქტობრივად საეკლესიო გადატრიალება, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლების წამყვანი პირები, მათ შორის, გიორგი გახარია და რამდენიმე მინისტრი. ეს საკითხი არ არის დახურული. ეს არის დანაშაული და ეს ადრე თუ გვიან, იქნება გამოძიებული. ბუნებრივია, ჩვენგან პირველი კითხვა იქნებოდა ეს. შეხვედრა პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა თქმა უნდა, სიმბოლურია, რადგან ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ორგანო და ყოველთვის ექნება ასეთ შეხვედრებს პოლიტიკური ქვეტექსტები,”- განაცხადა რომან გოცირიძემ

სიახლეები

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...