მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჯარში ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ინფრასტრუქტურისა და სოციალური თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა...

,,ჯარში ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ინფრასტრუქტურისა და სოციალური თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა” – ირაკლი ღარიბაშვილი

Published on

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის 4-ჯერ მეტს, 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ წელს. წლის ბოლოს სრულად მოდერნიზებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა გვექნება, რითაც ჩვენს ჯარისკაცებს ღირსეულ პირობებს შევუქმნით,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

მინისტრის თქმით, ყველა რეფორმა სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას ემსახურება.

„ ყველა რეფორმა რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას ემსახურება. ეს იყო მთავარი მოტივაცია, როდესაც 2020 წელი გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად. ჯარში ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ინფრასტრუქტურისა და სოციალური თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა. ეს პრობლემები არ ყოფილა რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი, ეს პრაქტიკულად დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან არსებული პრობლემებია, რომლებიც ვერ გადაჭრა ვერც ერთმა ხელმძღვანელობამ.

დავიწყეთ პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტა. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის 4-ჯერ მეტს, 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ წელს. მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმის და სასადილოს, დაახლოებით 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია, ჯარისკაცებისთვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა.

პანდემიის მიუხედავად, დღეს უკვე სამუშაოები 50 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილ 10 ლოკაციაზე სამუშაოების დასაწყებად მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები. ,“-განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...