მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს შეუსრულებელი რეფორმების გრძელი სია აქვს, სხვაგვარად ევროკავშირთან დაახლოება ვერ მოხდება...

საქართველოს შეუსრულებელი რეფორმების გრძელი სია აქვს, სხვაგვარად ევროკავშირთან დაახლოება ვერ მოხდება – ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი

Published on

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხზე ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰელიმ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს შეუსრულებელი რეფორმების გრძელი სია აქვს. 

“როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, რეფორმების შესრულება უმთავრესი პრიორიტეტია”. – დასძინა მან.  

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პრიორიტეტები უცვლელია – “ჩვენ დემოკრატიული რეფორმები გვინდა. საქართველოს შეუსრულებელი რეფორმების გრძელი სია ჯერ კიდევ აქვს. ამ რეფორმების განსახორციელებლად ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ საჭირო ფინანსებს და დახმარებას მოგაწვდით სამუშაოს გასაგრძელებლად”.

ევროკომისარმა ასევე თქვა, რომ თუ საქართველო დაინტერესებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების უფრო სწრაფად და სრულყოფილად განხორციელებაში, ისინი ამის გასაკეთებლად მზად არიან.

ვარჰელის თქმით, მდგრადობის შენარჩუნება ერთერთ პრიორიტეტად რჩება და ეს კრიტერიუმი პოლიტიკურ ურთიერთობებსაც ეხება. მისი თქმით, ვისაც ევროკავშირთან პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად მეტი ჩართულობა და თანამშრომლობა სურს, ისინი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას სთავაზობენ.

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა

ოლიგარქის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. არიან თუ არა შეწყალებულთა შორის...

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...