მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინი დისტანციური მუშაობის რეჟიმში რჩება - ყველა სხვა კი ვალდებულია 15 ივნისიდან...

პუტინი დისტანციური მუშაობის რეჟიმში რჩება – ყველა სხვა კი ვალდებულია 15 ივნისიდან გამოცხადდეს სამსახურში

Published on

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება, 15 ივნისის შემდეგ შეწყვიტოს დისტანციური მუშაობის რეჟიმი და გამოცხადდეს სამსახურში.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით,   კორონავირუსის ეპიდემიის გამო 30 მარტის შემდეგ დაწესებული ახალი რეჟიმი ჯერჯერობით კვლავ გავრცელდება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტზე.

წინა დღით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება „თვალსაწიერ მომავალში“. ამასთან, პუტინი თავისი შეხვედრების ნაწილს კვლავ დისტანციურად ჩაატარებს, – პესკოვის თქმით, – მუშაობის სრულყოფისა და გრაფიკის ოპტიმიზაციის მიზნით.

8 ივნისს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გამოაცხადა რუსეთის დედაქალაქში კარანტინის ზომების გაუქმების თაობაზე. 9 ივნისიდან გაუქმდა თვითიზოლაციისა და საშვების რეჟიმი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...