მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს "ქართულ ოცნებას", რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა...

,,მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს “ქართულ ოცნებას”, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს” – გრიგოლ ვაშაძე

Published on

,, ყველა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უკიდურესი სერიოზულობით მოეკიდებოდა მოხსენებას „ შეერთებული შტატების გაძლიერება და წინააღმდეგობა გლობალურ საფრთხეებთან, რომელიც საქართველოსთვის კიდევ უფრო საყურადღებოა იმიტომ, რომ იგი ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირეების რიგში აყენებს. ამის სანაცვლოდ კი გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოხსენებისა და მისი ავტორების აღმაშფოთებელი ხრიკებით დაკნინებას ცდილობენ” – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე

მისი თქმით, , მოკავშირეებმა ამ დოკუმენტის საშუალებით ნათლად აუხსნეს “ქართულ ოცნებას”, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს, ხოლო საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური ვალდებულებაა ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გაისტუმრონ ისტორიის სანაგვეზე“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება ძალა ერთობაშია იანვრიდან აფრთხილებდა ხელისუფლებას შეერთებული შტატების უმკაცრეს ენაზე გადასვლის გარდაუვალობაზე და ეს მოხსენება, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება კანონპროექტებში აისახოს, მხოლოდ დასაწყისია. – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ .

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს.

ამის შესახებ საუბარია 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც გლობალური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება. ხელმომწერებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები: ჯონსონი, უილსონი, უიტმენი, ვაგნერი, მუნი, ბეკონი, ბერგმანი, დანი, ჰიგინსი, ნორმანი, კრენშოუ, შტაილი და უოლცი.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...