ზუგდიდის ერთ-ერთი ლომბარდის მფლობელი რუზგენ ჩუხუა დღეს დილით ცეცხლასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით საკუთარ მანქანაში იპოვეს. შემთხვევიდან ცოტა ხანში ის ზუგდიდის რეფერალურ საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ემერჯენსის მორიგე ექიმის განმარტებით, საავადმყოფოში მოთავსების დროს ის გარდაცვლილი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემთხვევიდან ცოტა ხანში მისი ახლობლები, თანამშრომლები და მეგობრები შეიკრიბნენ. ადგილზე მუშაობას აწარმოებდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დრომდე უცნობია თუ რა მოხდა გარდაცვალების ადგილას. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ რუზგენ ჩუხუას დაცვის პოლიციის ზუგდიდის განყოფილების უფროსის ზვიად კილასონიას ვალი ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ვალის დაბრუნებას გარდაცვლილს სთხოვდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში რუზგენ ჩუხუას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ვალის დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ოჯახი კომენტარზე უარს აცხადებს, თუმცა გარდაცვლილის ძმა ადასტურებს, რომ დღეს დილით რუზგენ ჩუხუასთან სახლში ზვიად კილასონია იყო. შემთხვევაც სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების განმარტებით, მოწმის სახით ამ საქმეზე რამოდენიმე პირი დაიკითხა.
სიახლეები
საზოგადოება
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,...
საზოგადოება
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 1 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ ერთს, ვახტანგ ფიცხელაურს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.
აღნიშნულ...
საზოგადოება
ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მიმდინარე პროცესებში საქართველო ლიდერი იყოს – ალიანსი
ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
განცხადებები გიგი...
საზოგადოება
მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია – საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის...