მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს საგარეო უწყებაში კომპეტენცია არ ყოფნით ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში...

საქართველოს საგარეო უწყებაში კომპეტენცია არ ყოფნით ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი და შემიძლია ნებისმიერ თემაზე გამოვხატო აზრი -მიხეილ სააკაშვილი

Published on

ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, როგორის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში, სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს თავისი ყველა მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რაიმე არ მოეწონება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უწყებაში საქართველოში უკრაინის ელჩის დაბარებას გეგმავს.“

„სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში, ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი. მე არა ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის. მე ვარ ეროვნულ რეფორმათა საბჭოს აღმასკომის საბჭოს თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს,“ – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უწყებაში საქართველოში უკრაინი სელჩის დაბარებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის  მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

„არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, აღნიშნული განცხადება სააკაშვილის მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.

სიახლეები

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...