მთავარისიახლეებიეკონომიკა70 წელს ზემოთ მოქალაქეებს პენსია 1 ივლისიდან 30 ლარით გაეზრდებათ, ასეთი...

70 წელს ზემოთ მოქალაქეებს პენსია 1 ივლისიდან 30 ლარით გაეზრდებათ, ასეთი პენსიით რას არ იყიდი, სულო და გულო!

Published on

70 წელს ზემოთ ადამიანებს პენსია 30 ლარით 1 ივლისიდან გაეზრდებათ. როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა , ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებით შენარჩუნდა პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გამოცხადებული იყო დასაწყისიდან.

“რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. შენარჩუნებული მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წლის ზემოთ, პირველი ივნისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი”, — თქვა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაზღვევის მექანიზმის შედეგად, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, მიუხედავად ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდისა.

“მნიშვნელოვანია ის, რომ არის შექმნილი და დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები — არც ერთ შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლის პირობებშიც, ჩვენი თითოეული პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს ყოველწლიურად, 70 წლამდე, ხოლო 70 წელს ზემოთ — 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია გარანტირებულად ჩვენს პენსიონერებს შესთავაზოს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და ყველამ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა”, — აცხადებს გახარია.

მისივე ინფორმაციით, წელს დამატებით 58 სოფელს მიენიჭა მაღალმთიანის სტატუსი, ჟამში — 1800 დასახლებულ პუნქტს

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...