მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავი 2-ის მფლობელი გიორგი ყარამანიშვილი: ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ...

რუსთავი 2-ის მფლობელი გიორგი ყარამანიშვილი: ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას

Published on

რუსთავი 2-ის მფლობელი გიორგი ყარამანიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,   
 
ყარამანიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის მფლობელებს რუსთავი 2-ის წილებზე საკუთრების უფლება ჩამოართვა, მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
 
„მთელი საქართველო აკვირდებოდა იმ პროცესებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ სასამართლოში. რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესი თავიდან  ბოლომდე პოლიტიზირებული იყო. ხელისუფლების მიერ ორ კერძო სუბიექტს შორის დავად მონათლულ პროცესს არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან. ამ ორ სუბიექტს, კერძოდ ჩვენ და ქიბარ ხალვაშს, არასდროს არანაირი ურთიერთობა რუსთავი 2-თან დაკავშირებით არ გვქონია. მაშინ როდესაც ჩვენ გავხდით მფლობელები, არავითარი სამართლებრივი დავა და პრეტენზიები კომპანიასთან დაკავშირებით არ არსებობდა. მიუხედავად ამ აბსურდისა, ქართულმა სასამართლომ  მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ერთბაშად გაანადგურა საქართველოში სიტყვის თავისუფლების, საკუთრების და სამართლიანი სასამართლოს უფლება. შეილახა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული ჩვენი უფლებები. ამიტომ ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი სარჩელები. მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სარჩელის შეტანამდე გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება,“-განაცხადა გია ყარამანიშვილმა. 

სიახლეები

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...

შსს- ამოღებულია 185 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე-ხოშტარია

დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერითა და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ...

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...