მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა წითლიძე: "უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამარცხვინო" (Video)

ანა წითლიძე: “უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამარცხვინო” (Video)

Published on

ზუგდიდში, ტელერადიოკომპანია "ოდიშის" ორგანიზებით არხის ეზოში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სპეციალურად მომზადებულ სცენაზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა სიტყვით მიემართა შეკრებილებისთვის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ანა წითლიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სამარცხვინო.

"უზენაესი სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლითაც დასამარდა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში – დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი მედია. დღეს საქართველოს მოქალაქეებს სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ რუსთავი 2 დავიცვათ ფიზიკურად, არ გაგვაჩნია. შესაბამისად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს ორგანიზაციამ უკვე დაიწყო მზადება  იმისთვის, რომ ჩვენ შევუერთდეთ გრძელვადიან აქციას და დავიცვათ რუსთავი 2" – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ანა წითლიძემ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის მხარდასაჭერი აქცია ტელერადიოკომპანია "ოდიშის" ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...