მთავარისიახლეებიპოლიტიკათეიმურაზ ბასილაია: "აუცილებელია ყველა ევროპული ძალების გაერთიანება, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს...

თეიმურაზ ბასილაია: “აუცილებელია ყველა ევროპული ძალების გაერთიანება, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ეს პროცესი” (Video)

Published on

ზუგდიდში, ტელერადიოკომპანია "ოდიშის" ორგანიზებით არხის ეზოში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სპეციალურად მომზადებულ სცენაზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა სიტყვით მიემართა შეკრებილებისთვის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, აუცილებელია ყველა ევროპული ძალების გაერთიანება, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ეს პროცესი.

"გუშინ ივანიშვილმა საბოლოოდ ჩამოუშვა დემოკრატიის ფარდა საქართველოში და დაიწყო სრული უზურპაცია მთელი სახელისუფლებო რგოლის – სასამართლო სისტემის, პროკურატურის და ყველა დემოკრატიული  ინსტიტუციების, რაც კი შეიძლება იყოს. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ყველა ევროპული ძალებისა და სტრუქტურების გაერთიანება, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ეს პროცესი, ჩვენი სიტყვა ვუთხრათ და დავასრულოთ ეს ხელისუფლება,სხვა გზა არ არის" – განაცხადა სიტყვის გამოსვლისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკურმა მდივანმა თეიმურაზ ბასილაიამ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის მხარდასაჭერი აქცია ტელერადიოკომპანია "ოდიშის" ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...