მთავარისიახლეებისაზოგადოებაიმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა...

იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა ეს ქენით და ის ქენით – საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს აკეთოს – გიორგი გახარია

Published on

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც ამას ფერმერი გიორგი მჭედლიძე აკეთებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად რთული პრიობებისა.

„ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ და ეს ქენით და ის ქენით. რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც ამას ფერმერი გიორგი მჭედლიძე აკეთებს. 6 თვის წინ ვიყავით ვაშლის ბაღებში, სადაც ასევე შესანიშნავი ბაღებია. იქაც ვსაუბრობდით, ბევრ რამეზე შევთანხმდით. საქმის კეთება ვისაც უნდა ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად რთული პირობებისა, რა პირობებში ახლა ქვეყანას უწევს ცხოვრება, საქმე აკეთოს. ყველანაირი წუწუნისა და ვიღაცებზე გადაბრალების გარეშე. ეს კაცი არის ამის მაგალითი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, რთულია ახლა ადამიანს აუხსნა, რომ ეპიდემია ძალიან დიდი რისკია, კოვიდ -19 ძალიან დიდი რისკია.

„ასეთ ამინდში, ასეთ რეგიონში, სხვა გამოწვევა გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის ეს ხელწამოსაკრავი და სახუმარო საქმე. ახლა თუ რაღაცას ვაკეთებთ, შედეგი გვაქვს, გვაქვს ერთობლივი მუშაობით და ასე უნდა გავაგრძელოთ. აქ უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო გავუფრთხილდებით ერთმანეთს და დავიცავთ წესებს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა გამოვაცოცხლოთ და სოფლის მეურნეობაც მათ შორის,“ – განაცხადა გახარიამ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...