მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: "რელიგია, შესაძლოა, თამაშობდეს როლს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ცხადია, ამას არავის...

მიხეილ სააკაშვილი: “რელიგია, შესაძლოა, თამაშობდეს როლს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ცხადია, ამას არავის მოვახვევ თავს. ეს ადამიანის არჩევანია”.

Published on

საქართველო ერთერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა, ეს უზარმაზარი იდენტობაა, მაგრამ ეს ვინმეს აზროვნებაზე ძალადობისა და თავს მოხვევის საფუძველი ვერ იქნება, რადგან ეს არ გამოვა თანამედროვე მსოფლიოში, რომლის ნაწილიც გვინდა, რომ ვიყოთ” – განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში, რომელიც American Interest-ის აღმასრულებელ რედაქტორს დამირ მარუსიჩს მისცა პოდკასტ-პროექტის Wisdom of Crowd ფარგლებში. 

სხვა საკითხებთან ერთად, მარუსიჩმა სააკაშვილს რელიგიის შესახებაც დაუსვა კითხვა, კერძოდ, რა როლი აქვს რელიგიას მის ცხოვრებაში და რა გავლენა აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყანაში.

სააკაშვილის თქმით, რელიგია მისთვის პირადი საკითხია და თავისი აზრის მოხვევას არავისზე ცდილობს. 

“რელიგია, შესაძლოა, თამაშობდეს როლს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ცხადია, ამას არავის მოვახვევ თავს. კვლავ ვუბრუნდებით ადამიანების ბაზისური ინსტინქტების საკითხს. ეს ადამიანის არჩევანია. არ შეიძლება, ადამიანის არჩევანს თავს მოახვიო ისეთ რამ, რაც მის ძირითად ინსინქტებს ეწინააღმდეგება, და ეს არის მათი ინსტინქტი, რაც არის ძალიან პერსონალური და პირადი. საქართველოში, რა თქმა უნდა, რელიგია ისტორიულად არის გადაჭვული ქვეყნის იდენტობასთან, რადგან ეს პატარა ქვეყანა ხშირად იმართებოდა დამპყრობლების მიერ და ხშირ შემთხვევაში, ერთერთი ბოლო რამ იყო რელიგია, რაც ქვეყნის მოსახლეობას აერთიანებდა.

თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც უყურებ ამ ახალგაზრდა ადამიანებს, ისინი ძალიან განსხვავებულები, გაცილებით ღია არიან. ისინი ისეთი კრიტიკულები არიან ყველაფრისადმი, ნებისმიერი ინსტიტუტისადმი და მათი დიდი ნაწილი ასევე არის კრიტიკული იმ საკითხებზე, რაც ხდება ამა თუ იმ ეკლესიაში. ეს ნორმალურია. მათ ინდივიდუალური როლი აქვთ, ისინი მოგზაურობენ. მე ასეთი სისტემა მქონდა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად 2 500 ამერიკელი მასწავლებელი ჩამომყავდა საქართველოს სკოლებისთვის, რათა მოსწავლეებისთვის ინგლისური ესწავლებინათ, ეს პროგრამა ჩემმა მემკვიდრეებმა მოკლეს. თუმცა, რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა პატარა ქართულ სოფელს ამერიკელი მასწავლებელი ჰყავდა, შესაბამისად, ბავშვები ძალიან გლობალურად უყურებდნენ ყველაფერს. ისინი საუბრობენ ინგლისურად, იყენებენ ინტერნეტს, ნახულობენ მსოფლიოს, შეუძლიათ შედარება. 

ადამიანები უფრო კრიტიკულები გახდნენ ყველაფრის მიმართ. მე ძალიან მადლიერი ვარ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ როლზე, საქართველო ერთერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა, ეს უზარმაზარი იდენტობაა, მაგრამ ეს ვინმეს აზროვნებაზე ძალადობისა და თავს მოხვევის საფუძველი ვერ იქნება, რადგან ეს არ გამოვა თანამედროვე მსოფლიოში, რომლის ნაწილიც გვინდა, რომ ვიყოთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.  

ექსპრეზიდენტის თქმით, “საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს. საქართველოში ეკლესია განსაკუთრებით მისი მმართველობის დროს გაძლიერდა, რითიც ამაყობს” – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ადრეც ილაპარაკა.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...