მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ არ უხდიან შესაბამის გასამრჯელოს ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ექიმებს?

რატომ არ უხდიან შესაბამის გასამრჯელოს ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ექიმებს?

Published on

დაუფასებელი შრომა კოვიდპანდემიასთან ბრძოლის დროს – მედიაში ერთერთი მნიშნელოვანი თემა და კითხვაა, რატომ არ უხდიან კუთვნილ ხელფასებს, ან, თუ უხდიან, დიდი დაგვიანებთ და ნაწილ – ნაწილ მედპერსონალს, გასაკუთრებით ექთნებს თავგანწირვის დაფასების ნაცვლად ექთნებს მხოლოდ თეთრები გადაუხადეს.

ექიმების არაერთგზის პროტესტის მიუხედავად, გაუგებარია როგორ დახარჯავს ხელისუფლება კოვიდ 19-ის ბრძოლისთვის დაგროვილ მილიონებს, მაშინ როდესაც ცნობილი ისიც არ არის, რა თანხა იხარჯება საშუალო სიმძიმის პაციენტის სამკურნალოდ და შესაბამისად რამდენია კოვიდ მიმღები კლინიკების დაფინანსება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა დაუშვებელია იმ ადამიანებს დაუგვიანო ხელფასი, რომლებიც ინფექციასთან ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ.

“ეს სისტემური პრობლემაა. ასეთივე პრობლემაა ყველგან. როცა ხელისუფლება ამაყობს, რომ 5მილიარდი მოიზიდა დახმარებებით, მაგრამ ეს ვალია და უნდა გავისტუმროთ….ხელისუფლება ამ თანხას არაპრიორიტეტულად ხარჯავს. ხელისუფლება პირველ რიგში იმ ადამიანებს უნდა დაეხმაროს ვის თავზეც ვირუსმა გადაიარა” – აცხადებს გოცირიძე.

ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნულ ფაქტს შემაძრწუნებელს უწოდებს. იგი ამბობს, რომ ეს პრობლემები მანამ იარსებებს, სანამ ასეთი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა იქნება.

“შემაძრწუნებელია ის ფაქტიც, რომ საავადმყოფო, რომელიც ინფექციასთან ბრძოლის წინა ხაზზეა ასეთ მწირ დაფინანსებას იღებს და ასეთ ხელფასს უხდის თანამშრომლებს. თვითონ საყოველთაო ჯანდაცვაა ისე აგებული, რომ ეს დაგვიანება საყოველთაო ჯანდაცვის სტრუქტურითაა განპირობებული. სანამ ასეთი დაფინანსების სტრუქტურა არსებობს, ასეთი დავალიანებები პერმანენტული იქნება” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და ექთნების საჯაროდ გამოთქმული პროტესტი საფუძვლიანია, რადგან კარგად გამოხატავას იმ სისტემურ ხარვეზებს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას აქვს.

“სამედიცინო პერსონალი: ექიმები ექთნები და ტექნიკური პერსონალი, ასეთ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ ამ პირობებში ყოვლად დაუშვებელია თუნდაც ერთი დღით დაუგვიანო ხელფასი” – აცხადებს ჯანდაცვის, პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე.

კოვიდის წინააღმდეგ საბრძოლველად სტოპ კოვიდის ფონდში 133 მილიონ 593 ათასი ლარი უკვე ირიცხება, მაგრამ ჯერ კიდევ აუხსნელია, რატომ არ უხდიან შესაბამის გასამრჯელოს ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ექიმებს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...