მთავარისიახლეებიპოლიტიკაიმის მიუხედავად, მოსწონს თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლებას, 20 ივნისს...

იმის მიუხედავად, მოსწონს თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლებას, 20 ივნისს აქცია შედგება

Published on

ოპოზიცია ერთსულოვანია 20 ივნისის ღამით მმხდარის შეფასებაში – მათი თქმით, ეს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, შესაბამისად, ყველა ნორმისა და უსაფრთხოების დაცვით, მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ შეიკრიბონ.


„ესაა თარიღი, როდესაც რუსთაველზე მოქალაქეების პროტესტის შედეგად რუსეთის, პუტინის პროპაგანდა დამარცხდა. დამარცხდა გავრილოვი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში რუსული გავლენების დამკვიდრების სიმბოლოა.- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე,

-20 ივნისი არის ხელისუფლების ძალადობის მაგალითი. თუ როგორ დათხარა ხელისუფელამ აქციის მონაწილეებს თვალები და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული საშუალებები გამოიყენა. 20 ივნისი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ესაა თარიღი, როცა ჩვენმა საზოგადოებამ მკვეთრად დააფიქსირა ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა. ამიტომ, როგორც არ უნდა ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილს მსგავსი აქციების, როცა სამოქალაქო ერთობაა და რამდენიც არ უნდა ილაპარკოს ვოლსკიმ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანებს აქვთ შეკრების უფლება და ეს აქციაც შედგება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.“

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს,რომ იმის მიუხედავად მოსწონს თუ არა ეს ქართული ოცნების ხელისუფლებას, 20 ივნისს აქცია შედგება. შედგება ის ყველა წესის დაცვით, შედგება კანონის ფარგლებში და მათ შორის პანდემიის მდგომარეობასთან შესაბამისად. არაფერი უკანონო აქ არ არის, არავის არ აუკრძალავს. ყველა მიხვდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ხელისუფლება არის მოძალადე და ძალადობის მთავარი მოტივი არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი ხერხებით.

ამ ერთმა წელმა, ფაქტობრივად, გამოაფხიზლა ქართველი ხალხი– ასე ეხმაურება იგი გია ვოლსკის, რომელმაც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თქვა, რომ აღიქმება, როგორც “სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება”.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...