მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში მანქანა ქვეითად მიმავალ ქალს დაეჯახა. დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკული არ არის...

ფოთში მანქანა ქვეითად მიმავალ ქალს დაეჯახა. დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკული არ არის – ამბობენ ექიმები

Published on

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დღეს, საღამოს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა ქალს , რომელიც ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილ გადასასვლელზე გადადიოდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს კვლევები უტარდება.

„112-ის ბრიგადამ ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოიყვანა 69 წლის ქალი. პაციენტი ამჟამად იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და მიმდინარეობს კლინიკო- ლაბორატორიული კვლევები. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სტაბილურია, პაციენტი გონზეა. დანარჩენი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა

შსს-ს ცნობით,მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...