მთავარისიახლეებიპოლიტიკამოძრაობა ,,ლელოს'' პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ბაქრაძემ პარტია დატოვა

მოძრაობა ,,ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ბაქრაძემ პარტია დატოვა

Published on

ოლიტიკური მოძრაობა ლელოს პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ბაქრაძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სხვა განცხადებას არ გააკეთებს.

“მივიღე გადაწყვეტილება “ლელოს” რიგებიდან გამოსვლის შესახებ.

არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლთანაც თუნდაც რამდენიმეთვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით.

სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ – თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე.

ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და “იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო” მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა “ჩარევა სასურველია”. ასე რომ, განვაგრძობ ჩემს ინდივიდუალურ ჩარევის გზას” – წერს ისტორიკოსი Facebook-ზე.

ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ 6 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი “კარგად არის განსაზღვრული და გადახედვა არ სჭირდება”. ხაზარაძე ირწმუნება, რომ საქართველოში უმცირესობების უფლებები ძალიან კარგად არის დაცული. მანვე თქვა, რომ ეკლესიისათვის მიწების გადაცემა პრობლემად არ მიაჩნია.

მამუკა ხაზარაძის განცხადება კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ იხილეთ აქ, ხოლო საპატრიარქოსათვის ტყეების გადაცემის შესახებ აქ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...