მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები არ არიან - ჯანმო

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები არ არიან – ჯანმო

Published on

ბოლო 150 წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა ყველაზე დიდი კრიზისის წინაშე დგას – ასე აფასებს პანდემიის ფონზე შექმნილ ვითარებას მსოფლიო ბანკი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ ევროპაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, გლობალური მასშტაბით ვითარება გაუარესებულია.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები არ არიან. ამ ეტაპზე პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსს 113 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მონაცემები სწრაფად მატულობს ბრაზილიაში. ქვეყენაში ინფიცირების შემთხვევები 710 ათასს გასცდა. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, ისრაელის მთავრობამ შეზღუდვების მოხსნა შეაჩერა. 

რთული ვითარებაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. გასულ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 350 ადამიანი დაინფიცირდა, 217 გარდაცვლილია. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 93-მდე გაიზარდა. 6 ათასს უახლოვდება ლეტალური შემთხვევების რაოდენობა რუსეთში.

დღეიდან მოსკოვში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. თურქეთში კი ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექციით 4,700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...