მთავარისიახლეებიპოლიტიკანაცვლიშვილმა, კვაჭანტირაძემ, ფოფხაძემ და სხვებმა პარტია დააფუძნეს

ნაცვლიშვილმა, კვაჭანტირაძემ, ფოფხაძემ და სხვებმა პარტია დააფუძნეს

Published on

საპარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა პარტია დააფუძნეს. ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, პარტიაში იქნებიან ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე. ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი.

“ბუნებრივია, ღია ვართ თანამშრომლობისთვის ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით, რადგან ჩვენი ხედვა იქნება სწორედ პოზიტიური დღის წესრიგის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება საქართველოსთვის“, – ამბობს ჯაში.

პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი იქნება, გენერალური მდივანი მარიამ ჯაში, ხოლო პოლიტსაბჭოს თავჯდომარე – ზვიად კვაჭანტირაძე.

ახალი პარტიის წევრებმა ქართული ოცნება 2019 წელს დატოვეს. ნაწილმა – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გამო, ხოლო ნაწილმა – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...