მთავარისიახლეებისაზოგადოებამშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

Published on

ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან სავარაუდოდ მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 28 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა 7 ივნისს, დღის 3 საათამდე, ახალ ბულვარში მოხდა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის დაღუპვის შესახებ, ადასტურებს შსს, სადაც ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანია, რომლის სამშენებლო სამუშაოებიდანაც მუშა გადმოვარდა, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალურმა ინსპექციამ იანვარში 30 000 ლარით დააჯარიმა.

“მიმდინარე წლის 7 ივნისს ქ. ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 85 არსებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობის პროცესის დროს მე- 16 სართულიდან გადმოვარდა მშენებლობაზე დასაქმებული მუშა. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს “სი ემ სი მეზღვაური”. აღნიშნული კომპანიის მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, დაწყებულია სამშენებლო ადმინისტრაციული სამართალწარმოება უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, სამართალწარმოების ფარგლებში აღნიშნული კომპანია მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმებული იქნა 30 000 ლარით და მიმდინარეობს საქმისწარმოება. არსებული 477 და 361 საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ობიექტზე უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში ინსპექცია შესაძლებლობას მოკლებულია სამუშაოების შეჩერება მოითხოვოს”, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...