მთავარისიახლეებიპოლიტიკაგახარია გაღარიბებულა. ღარიბაშვილი?

გახარია გაღარიბებულა. ღარიბაშვილი?

Published on

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიას თქმით, ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში შემოსავალი აკლდება.

იგი განმარტავს თავის დეკლარაციაში 2015 წლიდან ქონების კლებას და ამბობს, რომ რაღაც ნაწილში თავადაც “ღარიბდება”.

“ქონებრივი დეკლარაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად და იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?” — გახარიამ.

გახარიას თქმით, ის შემოსავლის კლებისთვის მზად იყო, რადგან ქვეყნის სამსახურშია.

“მე ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას. რაც შეეხება კითხვას, მოსახლეობა გაღარიბდა თუ არა, მოსახლება არა. მოსახლეობას უჭირს, რა თქმა უნდა, და ამას არავინ უარყოფს”, — განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, რადიო თავისუფლების  ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მას ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების საათების კოლექცია აქვს, რომელიც ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არაა, რაც ქონების დამალვასა და კანონის დარღვევას ნიშნავს.

მათივე ინფორმაციით, ღარიბაშვილის საათების ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მისი შემოსავალი 7 წელში. 2012-2019 წლებში მისი ჯამური შემოსავალი 500 ათასი ლარი იყო, რაც საათების ღირებულებაზე 100 ათასი ლარით ნაკლებია

რადიო თავისუფლების ცნობით, ღარიბაშვილი და მისი ცოლი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.

ჯარისკაცები კი ლანჩა გამძვრალი ფეხსაცმელით დადიან…

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...