წარუმატებლად დასრულდა მოლაპარაკება რეალური სივრცის გუნდსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა გადაცემის თანამშრომლების საინფორმაციო სამსახურისთვის შეერთებას. რეალურ სივრცესა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს შორის შუამავლის როლი ჰქონდა ჟურნალ ლიბერალის მფლობელს, შორენა შავერდაშვილს.გადაცემა რეალური სივრცის ავტორი და წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი On.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მენეჯმენტისგან მიღებული შემოთავაზება ბუნდოვანია და მისთვის მიუღებელია. მისი თქმით, მას და გადაცემის გუნდს სთავაზობენ, ემუშავათ საინფორმაციო პროგრამა მოამბისთვის, მოემზადებინათ სიუჟეტები, შემოთავაზებულ ვერსიაში გადაცემაში დისკუსიის ნაწილი საერთოდ არ იყო განხილული."ასეთი არაკონკრეტული შემოთავაზება იწვევს ეჭვს, რომ არის საუბარი, რომ რეალური სივრცე აღარ არსებობდეს. ჩვენ ვართ ამის წინააღმდეგები და ჩვენ ამ წინადადებას ვერ მივიღებთ… ჩვენი ინტერესია არსებობდეს რეალური სივრცე, რომელიც საზოგადოების სამსახურშია," – აღნიშნავს ზაუტაშვილი, რომლის თქმითაც, მათ ვერ დაინახეს როგორია მენეჯმენტის ხედვა არხის მომავალ სეზონთან დაკავშირებით. მისი თქმით, რეალური სივრცე საზოგადოებას ჰაერივით სჭირდება.შორენა შავერდაშვილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შუამავალი იყო, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მხარეები ერთმანეთს მისი ინიციატივით შეხვდნენ და გადაცემის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ბოლო შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა.მისი თქმით, ის შეხვდა სხვა გადაცემის თანამშრომლებსაც, თუმცა, მათი და მენეჯმენტის დაკავშირება ვერ მოხერხდა."მიუხედავად ორმხირივი შეცდომებისა და ალბათ, შეცდომებისა მენეჯმენტის მხრიდან, როგორც დაანონსდა და დაიწყეს ამ რეორგანიზაციის პროცესი, იქნებ მაინც შემდგარიყო ეს თანამშრომლობა და გადასულიყო პროცესი ჯანსაღ რელსებზე. ეს იყო ჩემი ამ მოკლე ჩართულობის მიზანი," – განმარტა შავერდაშვილმა On.ge-სთან საუბრისას, რომლის თქმითაც, ცუდი იქნება თუ კარგი გადაცემები დაიხურება.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ რეალური სივრცის გუნდმა რამდენიმე დღის წინ იგივე შეთავაზება მიიღო, რასაც მენეჯმენტი გუნდს მანამდეც სთავაზობდა."ამ ამბავმა ჩაიარა, 6 თებერვალს იყო ეს შეთავაზება და ყველაფერი დარჩა ისევ ისე, როგორც იყო," – ამბობს ვასილ მაღლაფერიძე, რომლის თქმითაც მას შორენა შავერდაშვილმა უთხრა, რომ გადაცემის გუნდს კიდევ ერთხელ დალაპარაკებოდა.საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ არხზე გადაცემების გადარჩევის ხედვა რამდენიმე კვირის წინ გაასაჯაროვა. ამ ხედვით, არხზე უნდა დახურულიყო ის გადაცემები, რომელთა რეიტინგიც არხის საშუალო რეიტინგზე დაბალი იყო. ამ გადაცემებს შორის მოხვდა რეალური სივრცეც
სიახლეები
სიახლეები
მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...
საზოგადოება
NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...
სიახლეები
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე
ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...
სიახლეები
საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...