მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: ,,ყველამ უნდა გამოვძებნოთ საერთო ძალები და კომპრომისი''

გიორგი ვაშაძე: ,,ყველამ უნდა გამოვძებნოთ საერთო ძალები და კომპრომისი”

Published on

მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, რომ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით თბილისში ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, რეგიონებში საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატის წარდგენაც იყოს უკეთესი, თუმცა პირველ ეტაპად თბილისთან დაკავშირებით ოპოზიციური კონსოლიდაციის ჩამოყალიბება მიიჩნევა.

„აუცილებელია მაჟორიტარების თანამშრომლობა და ამისთვის ყველამ უნდა გამოვძებნოთ საერთო ძალები და კომპრომისი. მთავარი არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ამ ქვეყანაში. გამარჯვების გზა არის თანამშრომლობაში, ერთიანობაში და კოალიციაში. უახლოეს პერიოდში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით და საზოგადოებას კონსოლიდირებული პოზიცია ვაჩვენოთ. როგორც ვიცი, ძირითადი ოპოზიციური ფლანგი სწორედ ამ შეთანხმების გზით მიდის. რეგიონებში საკითხი ძალიან სპეციფიურია, ზოგიერთგან შეიძლება უკეთესი იყოს რომ რამდენიმე კანდიდატი იყოს ოპოზიციის მხრიდან, თუმცა ვფიქრობ, რომ ძირითად ქალაქებში ასევე შეთანხმება უნდა მოხდეს. პირველი ეტაპი არის თბილისთან დაკავშირებით ოპოზიციური კონსოლიდაციის ჩამოყალიბება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...