უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. დავის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვის პროცესში მონაწილეობის უფლება მხარეებს არ აქვთ.
არ არის გამრიცხული, დიდი პალატის წევრებმა გადაწყვეტილება საქმეზე დღესვე გამოიტანონ. რუსთავი 2-ის ადვოკატების განცხადებით, მოსამართლეთა პალატას ტელეკომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების გარდა სხვა გადაწყვეტილების მიღების არანაირი საფუძველი არ აქვს, ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების იმედს გამოთთქვამენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მაგრამ კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენები და მოსამართლეებზე ხელისუფლების ზეწოლის გამოვლენილი ფაქტები ოპტიმიზმის ნაკლებ საფუძველს იძლევა,
საქმეს დიდ პალატაში განიხილავს ცხრა მოსამართლე, რომელთაგან ორის აცილება უკვე მოითხოვეს რუსთავი 2-ის ადვოკატებმა – საუბარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე და ასევე მოსამართლე მზია თოდუაზე, რომელიც არჩევნების დროს პარტია ,,ქართული ოცნების'' შემწირველია.
პროცესის პარალელურად უზენაეს დაგეგმილია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია და მსვლელობა, რომელიც 9 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს მიერ არის ორგანიზებული. აქცია გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გაგრძელდება. სასამართლოსთან უკვე შეკრებილია ასეულობით ადამიანი, რომელნიც აპროტესტებენ მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და რუსთავი 2 – ის მიმართ არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მცდელობას.
აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უზენაეს სასამართლოსთან პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. გამოცხადებულია სამართალდამცველების მობილიზაცია, ისინი შენობის შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განლაგებული და . მიმდებარე ქუჩებზე მდგომი ავტომობილების მძღოლებს ადგილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.