მთავარისიახლეებიპოლიტიკასტომატოლოგი ტიკარაძე გულს გვიკეთებს

სტომატოლოგი ტიკარაძე გულს გვიკეთებს

Published on

მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერმინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში. – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტს ტოვებს.

მან აგრეთვე ,,ანუგეშა” კრიტიკოსები, რომელთაც პრპტესტი გამოთქვეს გუშინ პარლამენტში მისი არმისვლის და ამით კანონის დარღვევის გამო: პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი – კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ.  

მე არა როგორც მხოლოდ მინისტრი, ზოგადად მოქალაქე ვარ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე, როგორც კანონმორჩილი და აქედან გამომდინარე მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია.

საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ ერთობლივად, თუ რას დაინახავს სუსტ წერტილად საზოგადოება, ისევე, როგორც პარლამენტი, რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული COVID-19-ის სტრატეგიის დაგეგმარებასა და ყველა იმ ღონისძიების ჩატარებაში, რომელიც ჩვენ გავატარეთ. 

რა თქმა უნდა, გარკვეული საჭიროებები გამოვლინდა ჯანდაცვაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ მივუდგეთ ყოველივე ამას მეტად უფრო გლობალურად, რათა ჩვენ გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პირობებში ის შეძლებს გასცეს შესაფერისი პასუხი ყველანაირ გამოწვევას. მე ამ შემთხვევაში ვგულისხლობ ჯანდაცვის სისტემას. ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას. 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...