"ხვალ გადაწყდება არა მარტი რუსთავი 2-ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში. ხვალ უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა გადაწყვეტს საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება," – რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა.ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საკუთარ თავს პროფესიულად არ დაიმარხავენ და არ დამარხავენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას."ხვალ უზენაესი სასამრთლო მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს. ხვალ უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტს, ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი, რომ ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას," – აცხადებს ნიკა გვარამია.რუსთავი 2 ხვალ უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას აანონსებს. ნიკა გვარამიას თქმით, ხვალ 12:30-დან რუსთავი 2-ს საღამომდე უწყვეტი მაუწყებლობა ექნება.„პირველის ნახევრიდან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველდღე, ვიდრე უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რუსთავი 2-ს რამდენიმე მოთხოვნა აქვს. მისი თქმით, დიდი პალატის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იქნებიან განწყობილები.„სამწუხაროდ, პროცესი მიმდინარეობს ჩვენი დასწრების გარეშე და ზეპირი განხილვის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევაა ჩვენი შეფასებით, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე დარღვევაა იმ ადამინების შემადგენლობაში ყოფნა, ვინც ვერ იქნება მიუკერძოებელი და იქნება განწყობილი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.
სიახლეები
სიახლეები
მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...
საზოგადოება
NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...
სიახლეები
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე
ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...
სიახლეები
საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...