მთავარისიახლეებისაზოგადოებარა პრობლემები დაუგროვდათ და როგორ ემზადებიან ტურისტების მისაღებად სამეგრელოში

რა პრობლემები დაუგროვდათ და როგორ ემზადებიან ტურისტების მისაღებად სამეგრელოში [Video]

Published on

„ჩემი პირადი სამოთხე „სისატურა“ დღეს ადამიანების გარეშე ვერ სამოთხეობს“,- გვითხრა ეთნოსოფელი  „სისატურა“-ს დამფუძნებელმა,  მარიკა თოდუამ.

სამ ჰექტარ  ტერიტორიაზე გაშენებული ეთნოსოფელი „სისატურა“ უკვე რამდენიმე თვეა ვიზიტორებისთვის დახურულია. მიზეზი ყველასთვის ცნობილი პანდემია გახლავთ,  რამაც თითქმის ყველაფერი შეცვალა.

ადგილი, სადაც ჩვენ თვალწინ ერთდროულად გადაიშალა ეთნოგრაფიული სივრცე, მეგრული კულტურა, ისტორია და ტრადიციები, რომლის შესახებ მარიკა  ძალიან საინტერესოდ გვიყვება. მისი თქმით, „სისატურა“ 2019 წლის ივლისის თვეში გაიხსნა საოჯახო ბიზნესის სახით და პანდემიამდე ამ ადგილს ბევრი ტურისტი სტუმრობდა,  განსაკუთრებით უცხოელი ვიზიტორები.

მარიკას განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, გეგმები მთლიანად შეეცვალა. მაისის თვეში ყველა დღე უცხოელ ტურისტებს  ჰქონდათ დაჯავშნული, რომელიც რასაკვირველია გაუქმდა. მისმა ბიზნესმა ამ სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30 ათასი ლარით იზარალა.

სამ ზონად დაყოფილი ულამაზესი ადგილი ასე გამოიყურება, შემეცნებითი ეთნოგრაფიული ზონა, რეკრეაციული  და მესამე აგრო ზონა, რაც მარიკას თქმით,  სიახლეს წარმოადგენს და  აგრო ტურიზმი ძალიან მოთხოვნადი გახდა. ისინი უკვე მზადების პერიოდში იმყოფებიან  და 15 ივლისთვის პირველ სტუმრებს მიიღებენ. მარიკას თქმით, აპირებენ შიდა ტურიზმზე გადაწყობას, რასაც სულ სხვა ხასიათის სერვირება სჭირდება.

თუ გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ეთნოსოფელი „სისატურა“ გამოგვყევით და რა თქმა უნდა  გიდობას მარიკა გაგვიწევს,  გვანახებს რამდენიმე სეგმენტად დაყოფილ და ერთობლიობაში ლამაზად შერწყმულ საოცარ ადგილებს, სადაც თითოეულ კუთხეს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და დანიშნულება გააჩნია.

 ჩემზე პირადად ყველაზე მეტად შთაბეჭდილება წყლის წისქვილმა და  ტმამ მოახდინა, როგორც გავარკვიე მარიკას შთაგონების წყაროც სწორედ წისქვილი იყო, საიდანაც გაუჩნდა იდეა ეს ადგილი გაეფართოვებინა და ტრადიციული ეთნოგრაფიული სახე მიეცა.

ვისაც გაინტერესებთ მეგრული კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები, ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეული ადგილია ეთნოსოფელი „სისატურა“, რომელიც გარკვეული პერიოდი შიდა ტურიზმზე იმუშავებს.

 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...