მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსეთი რომ იმარჯვებდეს, ის კიევში იქნებოდა და ხელისუფლება შეცვლილი ეყოლებოდა - კიტ...

რუსეთი რომ იმარჯვებდეს, ის კიევში იქნებოდა და ხელისუფლება შეცვლილი ეყოლებოდა – კიტ კელოგი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის გამოსვლა იალტის კონფერენციაზე, სადაც მან განაცხადა, რომ “რუსეთი ამ ომს აგებს”. – “ტაბულას” თარგმანი:
“თუ პუტინს ჰგონია, რომ რუსეთი გამარჯვებას აღწევს, მისი “გამარჯვების” განმარტება და ჩემი განმარტება ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. რომ იმარჯვებდეს, ის კიევში იქნებოდა. რომ იმარჯვებდეს, დნეპრის დასავლეთით იქნებოდა. რომ იმარჯვებდეს, ოდესაში იქნებოდა. რომ იმარჯვებდეს, უკრაინის ხელისუფლება უკვე შეცვლილი ექნებოდა. სინამდვილეში რუსეთი ამ ომს აგებს.
ახლა, შეიძლება თქვან, რომ: “დონბასისა და დონეცკის რეგიონში წინ მიდიან”, მაგრამ თუ “წინსვლას” მეტრებით ზომავ და არა მილებით, მაშინ კი, შეიძლება წარმატებად ჩათვალო. მაგრამ ის ფასი, რასაც ისინი ამ წინსვლაში იხდიან, უზარმაზარია.
არ მგონია ხალხს რეალურად ესმოდეს ეს რიცხვები, მაგრამ როდესაც დაღუპულებსა და დაჭრილებზეა საუბარი, მათ მილიონზე ბევრად მეტი დაკარგეს. [რუსებმა] ავღანეთი 18 000 ადამიანის დაკარგვის შემდეგ დატოვეს. ვიეტნამი ჩვენ 65 000-ის დაკარგვის შემდეგ დავტოვეთ. რუსეთს კი მილიონზე მეტი დაღუპული ან დაჭრილი ჰყავს. ეს ციფრები მეორე მსოფლიო ომის მასშტაბისაა. თუ დაფიქრდები, თავზარდამცემია.
ის პირველი ხაზის დანაყოფები, რომლითაც მათ ოთხ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ კიევის აღება სცადეს, უკვე აღარ არსებობს. ახლა მეორედ, მესამედ ან მეოთხედ გამოიცვალეს სამხედრო სარდლები. ბრძოლის ხაზზე ტანკები მუზეუმებიდან გამოჰყავთ. ველზე მასშტაბურ მოძრაობებს ვერ ახორციელებენ, რადგან უკრაინელები მათ ანადგურებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან.
მაშასადამე, ვფიქრობ თუ არა, რომ რუსები იმარჯვებენ? პუტინი ასე ამბობს, მაგრამ დასავლეთმა უბრალოდ მკაფიოდ უნდა უპასუხოს: “არა, თქვენ არ იმარჯვებთ”” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კით კელოგმა იალტის ევროპის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...