მთავარისიახლეებიეკონომიკამაისში ფასებმა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 14.7%-ით მოიმატა, ჯანდაცვის კატეგორიაში -...

მაისში ფასებმა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 14.7%-ით მოიმატა, ჯანდაცვის კატეგორიაში – 6.1%-ით

Published on

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5% შეადგინა.

ფასების ზრდა ყველაზე მკვეთრი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაშია, რამაც 14.7%-ით მოიმატა. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის კატეგორიაში ფასები 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვაში ფასები 6.1%-ით არის გაზრდილი.

სურსათის კატეგორიაში ყველაზე მეტად ხილი და ყურძენია გაძვირებული (47.1%). ამას მოსდევს რძე, ყველი და კვერცხი (24.6%) და თევზეული (17.1%).

ფასები 4.6%-ით შემცირებულია ტრანსპორტის კატეგორიაში. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასები კი 1.4%-ით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციამ 0.2% შეადგინა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...