მთავარისიახლეებიეკონომიკაგაზეთ ,,რეზონანსის'' ცნობით, სულ მალე ათეულობით მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაცია დაიხურება

გაზეთ ,,რეზონანსის” ცნობით, სულ მალე ათეულობით მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაცია დაიხურება

Published on

გაზეთ ,,რეზონანსის'' ცნობით, სულ მალე ათეულობით მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაცია დაიხურება.
 
როგორც გაზეთი წერს, 2017 წელის იანვრიდან შემოღებული რეგულაციის გამო მათ უკვე შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბევრმა საფინანსო კომპანიამ უკვე დახურა გარე მომსახურების ცენტრები, ჯერ კიდევ მოქმედი ობიექტები ახლო მომავალში შეწყვეტს ფუნქციონირებას.
ეს გამოწვეულია იმით, რომ ონლაინ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ვერ გაუძლებ ახალ რეგულაციას. მათთვის დაწესებული მაქსიმალური განაკვები (100%) არ არის საკმარისი გაწეული ხარჯის დასაფარად. სწორედ ამის გამოც შეექმნათ პრობლემა "ონლაინ" გამსესხებლებს. ისინი გამოსავალს თანამშრომლების შემცირებასა და სხვადასხვა ღია ობიექტის ლიკვიდაციაში ხედავენ.
 
"კრედიტინფოში" ნოემბერში 41 "ონლაინ" საკრედიტო ორგანიზაცია აღირიცხებოდა, ხოლო მიკროსაფინანსოების რაოდენობა 71-ს აღწევდა. იანვრიდან, ახალი რეგულაციის გამო, მათი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. უახლოეს მომავალში ის საკრედიტო კომპანიები, რომლებიც ბაზარზე არსებულ ვითარებას ვერ გაუმკლავდებიან, დაიხურება – წერს გაზეთი ,,რეზონანსი''

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...