საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოს ჩხრეკასთან დაკავშირებით, „აბსურდულს“ უწოდებს.ამის თაობაზე სოსო ოხანაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა, რომ ჩატარებულიყო ჩხრეკა საპატრიარქოში.„რას უნდა გამოეწვია საპატრიარქოში ჩხრეკა? იქ გვაქვს ჩვენი კუთვნილი იარაღი სეიფში ჩაკეტილი, დაცვის თანამშრომლების, დაცვის პოლიციიდან მომაგრებული ტაბელური იარაღები და იქ არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა. ეს იყო გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაცია და მე გავოცდი, ეს რომ მოვისმინე, რომ ამოღებული იყო იარაღი… რა იარაღი უნდა ამოეღოთ, რაც არ არის? არის ტაბელური იარაღები,“ – აცხადებს სოსო ოხანაშვილი.მისი თქმით, ზოგიერთ სასულიერო პირს აქვს სანადირო თოფი და ამას კანონი არ კრძალავს.რაც შეეხება უკანონო იარაღს, სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი მას არ შეხვედრია და თუ შეხვდებოდა, ამას აღკვეთდა. ის აცხადებს, რომ მას მამა გიორგის ხელში იარაღი არასდროს უნახავს.
სიახლეები
სიახლეები
მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...
საზოგადოება
NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...
სიახლეები
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე
ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...
სიახლეები
საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...