მთავარისიახლეებისაზოგადოებადეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ ცუდად გახდა. ,, კეთილი ინებეთ და თქვენი...

დეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ ცუდად გახდა. ,, კეთილი ინებეთ და თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე იფიქრეთ“ -ადვოკატი რამიშვილი სასულიერო პირებს მიმართავს

Published on

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული დეკანოზი  გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა. ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, მას დაბალი სიცხე, არტერიული წნევა და ღებინება აღენიშნება.
" . ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რამ გამოიწვია დაბალი წნევა, ტემპერატურა და ღებინება, მაგრამ ექიმები ვერ ასახელებენ  დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესების მიზეზებს" – განაცხადა ადვოკატმა, მია ზოიძემ.
 
მამა გიორგი მამალაძის შეუძლოდ გახდომასთან დაკავშირებით, პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობს,  რომ დეკანოზი ექიმებმა გასინჯეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია, ასე  რომ, ბრალდებულმა დაკითხვის პროცესი ჩაშალა.
 
„გვქონდა ბევრი შეკითხვა, რომელზეც ველოდებოდით ამომწურავ პასუხს. ასე ვიყავთ შეთანხმებული ადვოკატებთან და თავად ბრალდებულთან. როგორც კი დავაპირებთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვის დასმა, რაც იგეგმებოდა დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ მიზეზად დაასახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ შევადგინეთ შესაბამის ოქმები. ექიმებმა გასინჯეს ბრალდებული ორჯერ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად ნორმაში და მას თავისუფლად შეეძლო მონაწილეობის მიღება დაკითხვის პროცესში. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ბრალდებულმა ჩაშალა დაკითხვის პროცესი,“ – განაცხადა პროკურორმა.
 
დეკანოზის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგისთან ერთად იყო, როდესაც ცუდად გახდა. მისი თქმით, გიორგი მამალაძე დაკითხვისთვის მზად იყო, მაგრამ მოულოდნელად  მას  კანკალი დააწყებინა. ექიმმა ურჩია, ცოტა ხანს დაესვენა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ პროკურატურამ დასვენება გადადო შესვენებად.
 
მიხეილ რამიშვილი პროკურატურას ოქმის მცდარი სახით შეადგენაში ადანაშაულებს. ოქმში აღნიშნულია, რომ  მამა გიორგიმ უარი თქვა დაკითხვაზე. ადვოკატის თქმით კი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მამა გიორგი დაკითხვისთვის მზად არის და დღეს ის ამას ჯანმრთელობის გაურესებული მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს.  
 
მიხეილ რამიშვილმა სასულიერო პირებს მამა გიორგი მამალაძის მიმართ ყურადღებისკენ მოუწოდა.
 
„სანამ კიდევ რწმენა მაქვს, კეთილი ინებეთ და თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე იფიქრეთ,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 
 
ექიმების მიმართ პრეტენზიები აქვს დაკავებულის კიდევ ერთ ადვოკატს გიორგი ფანცულაიას: 

 ,,ექიმის განცხადებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. მან დაცვის მხარეს ერთი ინფორმაცია მიაწოდა, ხოლო პროკურორებს სხვა, თითქოს მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი კრიტიკული, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა ვერ შეძლოს.

„ადამიანს 35.4 აქვს სიცხე, აქვს ციება, აქვს ღებინება, რომელიც დაფიქსირებულია, აქვს დაბალი არტერიული წნევა და ადამიანი არის ცუდად. ამ დროს ექიმი ოთარ ტრაპაიძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოითხოვს აუცილებლობას, გადაიდოს დაკითხვა. უბრალოდ აბსურდი არის თავიდან ბოლომდე,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...