მთავარისიახლეებისაზოგადოებალაგოდეხის მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა

ლაგოდეხის მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა

Published on

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლაგოდეხში. მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა. ლაგოდეხელებს არ სურთ, წყლის საფასური ახალი წესით გადაიხადონ. დღეიდან მათ მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა არა სულადობის, არამედ მრიცხველის ჩვენების მიხედვით მოუწევთ.

იმის გამო, რომ ლაგოდეხელებს სარწყავი წყალი არ აქვთ, სოფლის მეურნეობის საჭიროებებისთვისაც სასმელ წყალს იყენებენ, ამიტომ მრიცხველის ჩვენებით, თვეში შესაძლოა, 100 ლარის გადახდაც კი მოუწიოთ.

მოსახლეობა მოითხოვს, რომ მრიცხველები მოიხსნას და წყლის საფასური ადრინდელი წესით, სულადობის მიხედვით გადაიხადონ. აქციის მონაწილეებს წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები ხვდებიან.

იმავე მოთხოვნით აქცია 29 მაისსაც გაიმართა. ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მოსახლეობას წყლის პრობლემა ისევ აწუხებს, მათ შორის ნაწილი ამბობს, რომ დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...