მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატრიარქმა დღეს ცუდად იგრძნო თავი: ,,წირვის დროს ლოცვა ისეთი მძიმე იყო, ...

პატრიარქმა დღეს ცუდად იგრძნო თავი: ,,წირვის დროს ლოცვა ისეთი მძიმე იყო, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა”

Published on

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მრევლს ნინოობას ულოცავს. ქადაგების დროს მან დღევანდელ წირვაზე შექმნილ სირთულეებზეც ისაუბრა.

“დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება”, – თქვა ილია მეორემ.

პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პატრიარქი შეუძლოდ არ არის, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ კი აღნიშნა, რომ ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში იყო და ქადაგების ტექსტი ტაძარში არსებულ ჩახუთულ გარემოს უკავშირდებოდა.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...