ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა რეკომენდაციებზე, რომელიც მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რადგან ყოველ წუთას არის მოსალოდნელი კოვიდ 19 – ის ტალღამახალი ძალით შემოგვიტიოს.
,,ჯერჯერობით [კორონავირუსი] ჩვენთან ერთად არის და შეიძლება, ნებისმიერ დროს შემოგვილაწუნოს, გაგვახსენოს თავი. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიყოთ ძალიან ყურადღებით და ეს ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სოციალურ დისტანციაში, რაც აუცილებლობაა და გამოგვივა და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი შეკრებებისგან და ა.შ. ძალიან კარგია, მოგვენატრა ერთმანეთი, მაგრამ იქნებ, დაიძლიოს ეს დაავადება და მერე გავაკეთოთ ეს ყველაფერი.
და ასევე მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება, რომელსაც აქვს უდაოდ დადასტურებული კლინიკური ეფექტი, ამცირებს ვირუსის მოხვედრის ალბათობას ადამიანის ორგანიზმში და თუ მოხვდება მცირე რაოდენობით ვირუსი, ადამიანის იმუნური სისტემა ადვილად ამოიცნობს”