მთავარისიახლეებისაზოგადოებაქვეყანაში კოვიდ 19-ის 11 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში კოვიდ 19-ის 11 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Published on

ქვეყანაში კოვიდ 19-ის 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ავრცელებს. ეზუგბაიას განმარტებით, ახალი ინფიცირებულებიდან 8 საბურთალოს, ხოლო 3 მარნეულის კლასტერიდანაა.

“დღეს გვაქვს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იყო 783 და 794 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულიც გაიზარდა 19-ით, იყო 605 და გვყავს 624. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა დაავადებულებთან შედარებით უკვე 78 და 5 %-ზე  მეტია უკვე. ამ ეტაპზე 158  კოვიდ ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს სტაციონარებში.  11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 8 არის თქვენთვის ცნობილი საბურთალოს წყარო, ანუ კლასტერიდან, ხოლო 3 არის მარნეულის მინიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან. ახალი კლასტერი ჩენ ქვეყანაში არ გვყავს”- აცხადებს ეზუგბაია

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...