ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ, წინამძღვრობიდან გადაყენა ბალდის მამათა მონასტრის წინამძღოლი ათინოგენე მდივანი, რომელიც ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მხარდამჭერი მამაო იყო. დღეს ბალდის მამათა მონატერში წირვა ალერტის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტის წინამძღვარმა მამა გაბრიელ ცქვიტაიამ ჩაატარა.
ათინოგენე მდივანი წირვებში არ იხსენიებდა სრულიად საქართველოს კათალიკოსს პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც გახდა მიზეზი მისის წინამძღვრობიდან გადაყენების.
ბალდის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ათინოგენე მდივანი სრულ მხარდაჭერას უცხადებდა, ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი მღვდელმთვრებიდან ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს, რომელიც სინოდმა გასული წლის 31 ოქტომბერს გადააყენა. იგი მაშინ აცხადებდა, რომ პეტრე ცაავა განსაცდელშია. „თუ მხილება შეურაცხყოფაა, მაშინ გაგვაგებინონ, რა არის მხილება. ან ის ადამიანები, ჩვენ რომ ვიცით, სწუხან ამაზე, და ბევრია დაბრკოლებული, და ბევრს საშინელი განცდებით ეკლესია აქვს მიტოვებული, ის ხალხი როგორ ვანუგეშოთ. მითხრას სინოდმა, რა ვქნათ”, – აღნიშნავდა მაშინ არქიმანდრიტი ათინოგენე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ გრიგოლ კაციას ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, ვინაიდან იგი თბილისში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად მის მიერ ეკლესიაში “მამათმავლობის მხილება” დაასახელა.