”პატრიოტთა ალიანსი” რიგგარეშე პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ”გაცნობოთ, რომ რიგგარეშე სხდომაში ჩვენი ფრქცია არ მიიღებს მონაწილეობას. ჩათვალეთ, რომ ეს არის ბოიკოტი. ამისათვის გვაქვს მთელი რიგი მიზეზები. მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია რიგგარეშე სხდომები ჩაინიშნოს იმასთან დაკავშირებით, რომ მაჟორიტარული სისტემა შეიცვალოს და თქვენი დაპირებაც ეს იყო. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დადგეს კენჭისყრაზე ეს საკითხი. მეორე, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტში ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ნდობის ჯგუფი უნდა უწევდეს მას მონიტორინგს, მაგრამ სად არის ეს თქვენი ნდობის ჯგუფი, მაინტერესებს, რატომ არღვევთ კანონს?! ჩვენი ფრაქციის წარმომადგენელი უნდა იყოს ნდობის ჯგუფში. დღეს გვეუბნებით, რომ დაარღვევთ კანონს, იმის გამო, რომ ახალი ფრაქცია შექმნილა ”ნაციონალური მოძრაობის” სახით. ამ თემას არეგულირებს კანონი რეგლამენტის სახით, აწ უკვე გაყოფილ ნაცმოძრაობას, თავის დროზე, როცა წარდგენილი ჰყავდა კანდიდატი, ჩვენ დავიცავით რეგლამენტიც და კანონიც და ჩვენი კანდიდატურა ჯერ კიდევ დეკემბერში წარვადგინეთ. ცნობად რატომ არ მიიღეთ? ეს ჩვენ კანონით გვეკუთვნის”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
სიახლეები
სიახლეები
როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე
როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე
ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური...
სიახლეები
პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...
სიახლეები
ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...
სიახლეები
ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...