მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურია - ნიუსი: ნაციონალების გაკრულ ტრანსფარანტს - "ხეებგლეჯია" ურეკში ხმაური და დაპირისპირება...

გურია – ნიუსი: ნაციონალების გაკრულ ტრანსფარანტს – “ხეებგლეჯია” ურეკში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

Published on

ხმაური იყო გუშინ გვიან ღამით ურეკი – ნატანების იმ მონაკვეთზე, რომლის გავლითაც იგეგმება სამი გიგანტური ხის ტრანსპორტირება შეკვეთილში, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში.
 
ხეების გადატანა ნაციონალურმა მოძრაობამ გააპროტესტა, რასაც დაპირსპირებაც მოყვა კომპანია "ზიმოს" წარმომადგენლებთან.
 
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. პარალალურად, ხეების გადასატანად და გზაზე შეფერხების თავიდან ასაცილებლად, გვიანობამდე ჭრიდნენ ტოტებს ქარსაფარი ზოლის ხეებს, რა დროსაც ცენტრალური გაზსადენი დაზიანდა.
დღესვე იგეგმება თბილისი – ბათუმის სარკიგნიგზო მიმოსვლის დროებით გაჩერება და ურეკი-შეკვეთილის მონაკვეთზე ელექტრო სადენების ჩახსნაც. 
 
"მთელი სამსახურები ერთი კაცის ხუშტრებზეა აწყობილი. ივანიშვილს გონია, რომ მთელი საქართველო არის მისი საკუთრება და როგორც მოესურვება, ისე აკეთებს ყველაფერს. ამ ხეების გამო, ჩააბნელეს სოფლები, დაზიანდა გაზის მილები, იჭრება და იკაფება ხეები, რომელიც გადაადგილებაში ხელს უშლის მის ხეებს"-აცხადებს ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გურიიდან დავით ჟავანაძე. 

სიახლეები

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...

ამ რეჟიმის ბოლო დღეების მომსწრეები ვართ-მერცი ირანზე

თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალადობით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. ვფიქრობ, რომ ამ...