მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერს რომ ხალხის გაჭირვება ესმოდეს, შეცვლილ ბიუჯეტს დროულად შემოიტანდა პარლამენტში -...

პრემიერს რომ ხალხის გაჭირვება ესმოდეს, შეცვლილ ბიუჯეტს დროულად შემოიტანდა პარლამენტში – ნატო ჩხეიძე

Published on

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ მინისტრს მიმართავს და ამბობს, რომ მას ხალხის გაჭირვება არ ესმის.

მისივე განცხადებით, ამ ორი სამი თვის განმავლობაში პრემიერ მინისტრს არანაირი რეფორმები არ შეუქმნია. მისი თქვით, საქართველო უკეთეს მთავრობას იმსახურებს.

„თქვენ ბრძანეთ ბატონო პრემიერო, რომ გესმით ხალხის გაჭირვება, არ გესმით, რადგან თქვენ, რომ ხალხის გაჭირვება გესმოდეთ შეძლებდით და შეცვლილ ბიუჯეტს დროულად შემოიტანდით პარლამენტში. შესაბამისად გადაკეთდებოდა თანხები და არ მისცემდით ჩინოვნიკებს ამ თანხების ისე განკარგვის საშუალებას, როგორც ეს უკორონობის ჟამს იყო.

ბატონო პრემიერო, თქვენ რომ შეგძლებოდათ ან მოგსურვებოდათ, რომ ყოფილიყავით არა ექიმების რეკომენდაციების შემსრულებელი, არამედ რეფორმატორი პრემიერი, რომელიც შეძლებდა რომ შეექმნა ისეთი სახის რეფორმები, ამ 2 თუ 3 თვეში, სწორედ ძნელბედობის ჟამს, რითიც ხალხი დაინახავდა, რომ თქვენ გესმით ხალხის გაჭირვების, ამით თქვენ მოახერხებდით, რომ 20 ივნისის სისხლიანი ჯალათის სახელი და ხალხის გულისწყრომა ოდნავ მაინც შეგეწყნარებინათ. თქვენ ეს ვერ მოახერხეთ და ვიტყოდი, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს უკეთეს მთავრობას“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...