მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,კვირიკაშვილი ბავშვთა, პენსიონერთა და საერთო სიღარიბის გამო კი არა, სინამდვილეში სხვა...

,,კვირიკაშვილი ბავშვთა, პენსიონერთა და საერთო სიღარიბის გამო კი არა, სინამდვილეში სხვა რამის გამო მოხსნეს და თქვენც მოგხსნით მალე” – რომან გოცირიძე გიორგი გახარიას

Published on

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო. გიორგი გახარია   “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

პასუხი ერთერთი პირველ კითხვაზე ხლისუფლების მიერ თვითდასაქმებულთა ინტერესების იგნორირების თუ დაზარალების შესახებ დაუსვეს გიორგი გახარიამ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ბრალდებებით დაიწყო

„უბრალოდ, არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება შევაფასო, როდესაც დღეს ქვეყანა რეალურად იბრძვის მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ერთად ორ ძირითადად მიმართულებაზე, ორ ფრონტზე ფაქტობრივად – გადავარჩინოთ მოქალაქეების სიცოცხლე და ადამიანს გადავურჩინოთ ელემენტარული შემოსავალი, სახლში შესატანი შემოსავალი, დღეს მედავებიან იმას, თან ტყუილებით, რომ თვითდასაქმებულებს ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ, რათა სოციალური დახმარება გაგვეწია. 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა, წინა ხელისუფლების პერიოდში თვითდასაქმებულები საერთოდ არ აღირიცხებოდნენ – განაცხადა პრემიერმა.

თქვენ ის კი არ გაინტერესებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ იყოს პენსიონერების, ბავშვების სიღარიბე, რომელიც მართლა არის, თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს – წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს, რომელმაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ მთავრობის მეთაურს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

“თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სიცრუე. თქვენ აქ მოგვაწოდეთ რაღაც დოკუმენტები. იცით თუ არა, რატომ გაათავისუფლეს თქვენი წინამორბედი კვირიკაშვილი? რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? იმიტომ მოხსნა, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე, მოსახლეობის ყველა კატეგორიაში. ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. ამის გამო მოხსნეს, ასე ამბობენ, სინამდვილეში სხვა რამის გამო მოხსნეს და თქვენც მოგხსნით მალე,” – ასე მიმართა რომან გოცირიძემ   პრემიერ გახარიას, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ ეს იყო დემაგოგია.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...