მთავარისიახლეებისაზოგადოებაზღვის წყალი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს -საფრთხის შემცველია ვირუსმატარებელი ადამიანის მიერ გამოფრქვეული...

ზღვის წყალი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს -საფრთხის შემცველია ვირუსმატარებელი ადამიანის მიერ გამოფრქვეული წვეთები

Published on

რამდენად შეიცავს საფრთხეს ზღვაზე დასვენება – ბანაობა და პლაჟზე გარუჯვა -პანდემიის პირობებში, როცა ეს აღარ იკრძალება, მაგრამ ჯერაც გაურკვეველია, რა ხდება ჩვენს ირგვლივ და რაა გვიმზადებს კოვიდ 19 ახლო მომავალში. გადამდებ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ასე პასუხობს ამ კითხვას:

,,ზღვაზე დასვენება თავისთავად რისკის შემცველი არ არის, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, ფიზიკური დისტანცირება აუცილებელია. ზღვაზე დასვენება არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ახლო დისტანციაზე ვიყოთ ადამიანებთან, მით უმეტეს თუ ისინი თქვენი ოჯახის წევრები არ არიან და გარეშე ადამიანები არიან, ან არ იცით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან თუ იცით, რომ ადამიანი არ არის ჯანმრთელი, ეცადეთ, რომ მისგან დისტანცირდეთ.

იგივე შეზღუდვები უნდა იყოს გათვალისწინებული პლაჟზე შეზლონგების განლაგების დროსაც. მე როგორც ვიცი აჭარის ხელისუფლების მიერაც მუშავდება დამატებით რეკომენდაციებს ამ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ამ შეზლონგების დასუფთავებას, გაწმენდას ყოველი მოხმარების მერე. ნებისმიერი ჩვენგანიც უნდა იყოს ფრთხილად შეზლონგების გამოყენებისას, ზღვაში ბანაობისას…

თვითონ ზღვის წყალი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საფრთხის შემცველია ადამიანის მიერ გამოფრქვეული წვეთები, თუ ის ინფიცირებულია COVID 19-ით ეს წვეთები შეიცავს ვირუსს და შეიძლება თქვენი ინფიცირების მიზეზი გახდეს, თუ ძალიან ახლოს აღმოჩნდით ასეთ ადამიანთან – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...