დღეს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით პარლამენტშია დაბარებული. ოპოზიცია აფრთხილებს, რომ ამჯერად იგი დასმული კითხვებისგან თავის არიდებას ვეღარ შეძლებს.
,,ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ პრემიერმა ორი დღის წინ გასცა ამომწურავი პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც ოპოზიციას ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არ მოხსნეს ეს კითხვები და არჩიეს, რომ კიდევ ერთხელ მიეღოთ პოლიტიკური დარტყმები.
მამუკა მდინარაძის თქმით, დღესაც იქნება გუშინწინდელი დღის გაგრძელება. „ოპოზიცია რისკზე წავიდა და კი ბატონო, დღესაც მიიღებენ ამ პოლიტიკურ დარტყმებს, დარწმუნებული ვარ. სიმართლე არის იმ ხელისუფლების და იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც ზრუნავენ ხალხზე სახელმწიფოს შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში. ტყუილის მხარეს ვერ იქნება საზოგადოებრივი განწყობა- ამბობს იგი.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რომ “კოვიდ19”-ის მართვათან დაკავშირებით პრემიერმა გუშინწინდელი ანგარიში ღლიცინის ტონში” გამართა, რითაც კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას შეეცადა., მაგრამ დღეს ამას ვეღარ შეძლებს.
“ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის დასმული გვაქვს კონკრეტული შეკითხვები, რატომ აქვს საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მონაცემები, რატომ გვაქვს ასეთი ქვეყანაში სიღარიბის ზრდას და შიმშილობის ინდექსი. რატომ არიან უმძიმეს მდგომარეობაში ჩვენი პენსიონერები. კონკრეტულად რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ პრობლემებზე სამუშაოდ –
ამაზე ველოდები პრემიერისგან დეტალურ პასუხს . ვხედავთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მთლიანად მიმართულია ისევ და ისევ პრივილეგირებული ინტერესების დასაცავად და სრულიად აცდენილია ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ის, რაც ჩვენ პარლამენტში პრემიერის უკანასკნელი ვიზიტისას ვიხილეთ, ნამდვილად არ არის ადეკვატური ტონი და ადეკვატური პასუხი იმ უმძიმეს სიციალურ და ეკონიმიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი სახელმწიფო და ხალხი დგას,”- განაცხადა სამადაშვილმა.