მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯეიმს გილმორი: ლუგარის ცენტრი დაარსდა იმისათვის, რომ გამოევლინა და ებრძოლა ისეთ...

ჯეიმს გილმორი: ლუგარის ცენტრი დაარსდა იმისათვის, რომ გამოევლინა და ებრძოლა ისეთ ეპიდემიებთან, როგორიც COVID-19-ია. მოსკოვი კი კვლავ ავრცელებს ტყუილებს

Published on

“აშშ გმობს რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიას კორონავირუსის პანდემიაზე საქართველოს საპასუხო ქმედებების შესახებ, რაც ღია მცდელობაა იმისა, რომ გამოიყენენო ჯანდაცვის კუთხით არსებული სიტუაცია საკუთარი მიზნებისათვის. ” – განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა, ვენაში მუდმივმოქმედი საბჭოსადმი მიმართვაში ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. 

,,მოსკოვი კვლავ ავრცელებს ტყუილებს საქართველოს დაფასებული კვლევითი ცენტრების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და რიჩარდ ლუგარის ცენტრის შესახებ – ამჯერად მიმდინარე სერიოზული პანდემიის დროს.

ნება მომეცით, ფარდა ავხადო რუსეთის მცდელობას, გამოიყენოს პანდემია საზიანო გავლენების გასაძლიერებლად, ამ შემთხვევაში კვლევითი ცენტრების შესახებ ტყუილების გავრცელებით.

სიმართლე ესაა: ლუგარის ცენტრი დაარსდა იმისათვის, რომ გამოევლინა და ებრძოლა ისეთ ეპიდემიებთან, როგორიც COVID-19-ია. კვლევის ლიმიტირებული, კანონიერი მეთოდებით, პროაქტიული დაგეგმვით და დაავადებათა მონიტორინგით, სანდო საჯარო გზავნილებით და  ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ პირებთან კოორდინირებული კომუნიკაციით, მან მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებას საქართველოში და ხელი შეუწყო ადამიანების გადარჩენას. მოსკოვის ეჭვები საბჭომ არ უნდა განიხილოს”, – თქვა ჯეიმს გილმორმა.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...