საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მათ შორის თბილისის მეტრომაც მუშაობა განაახლა. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ეს ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს. მგზავრობის დროს სავალდებულოა პირბადის ტარება. მგზავრები მეტროს სადგურებში პირბადის გარეშე არ შეიშვებიან. მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება.
„მეტროშიც იგივე მოთხოვნები იქნება რაც ავტობუსებში, იმ განსხვავებით, რომ ფეხზე დგომა დასაშვები იქნება“,- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
მგზავრობის წესების დაცვაში საპატრულო პოლიციაც არის ჩართული
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, 31 მარტს აირძალა.