მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება სიამოვნებით იღებს დახმარებას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისაგან,...

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება სიამოვნებით იღებს დახმარებას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისაგან, მაგრამ ისე, რომ საქართველოს არ ახსენებს

Published on

კორონავირუსის გავრცელების შეკავებაში დახმარების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს გადაეცა სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების მეოთხე პარტია. ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობაზე დაყრდობით, თუმცა არ აკონკრეტებს, რომ საუბარია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობაზე.-ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს

ოკუპირებულ რეგიონს გადაეცა 940 დამცავი კომბინიზონი, ხელთათმანები, სადეზინდექციო ხსნარები და სხვა საშუალებები.

„აფსნიპრესს“ მოჰყავს ლუიზა ვინტონის სიტყვებიც, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უსაფრთხოდ მკურნალობას სჭირდება მნიშვნელოვანი რაოდენობით დამცავი აღჭურვილობა და გაეროს განვითარების პროგრამამ ეს მოთხოვნილება დაუკმაყოფილა გუდაუთის კლინიკას, სადაც პაციენტები იმყოფებიან.

ამასთან, აფხაზური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ლუიზა ვინტონი მოხსენიებულია გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენლად და არა როგორც საქართველოში ამ პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი.

გუდაუთის საავადმყოფოს გადაეცა ვიდეოკონფერენციების ჩასატარებლად საჭირო აპარატურაც და როგორც „აფსნიპირესი“ წერს, ასეთივე აპარატურას მიიღებენ სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და გაგრის და ოჩამჩირის კლინიკებიც. ამ შემთხვევაშიც, აფხაზური სააგენტო საქართველოს მოხსენიების გარეშე წერს, რომ ამ პროექტს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს 11 ათასი დოლარით

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთის რეგიონს საქართველოს მთავრობის თანხმობით ეხმარებიან. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება ამ დახმარებას იღებს, თუმცა, საქართველოს არასდროს ახსენებს. ქვეყნის მეორე ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა კი ასეთი გზის არჩევაზეც უარს ამბობს და აცხადებს, რომ ნებისმიერ დახმარებას მხოლოდ რუსეთის გავლით მიიღებს.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებთ გაუწიოს ისეთივე სამედიცინო და სხვა სახის დახმარება, როგორსაც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს უწევს.



.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...