მთავარისიახლეებიპოლიტიკარა აწუხებს ხელისუფლებას - დევნილების ბედი თუ იმ დეველოპერებისა, რომლებთანაც ჯიგრულად არის...

რა აწუხებს ხელისუფლებას – დევნილების ბედი თუ იმ დეველოპერებისა, რომლებთანაც ჯიგრულად არის დაკავშირებული?

Published on

,,კარგია, რომ დევნილები გაგახსენდათ ბატონო პრემიერო, ოღონდ ეს გამოხმაურება არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება და სხვა არაფერი”, – ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ  ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებას ეკონომიკური აღმავლობის დროს არ გახსენებია დევნილები და მათი საცხოვრებელი ფართები, ახლა კი ეს მხოლოდ საარჩევნო დაპირებაა.

,,კარგია, რომ დევნილები გაგახსენდათ ბატონო პრემიერო, იმიტომ, რომ პირველი პოლიტიკური ძალა, სწორედ ,,ერთიანი საქართველო” იყო რომელმაც ყურადღება მიაქცია, რომ დევნილები ნახსენებიც კი არ იყო ხელისუფლების გამოქვეყნებულ ანტიკრიზისულ გეგმაში. კარგია, რომ ჩვენს მოწოდებას გამოეხმაურეთ. ოღონდ ეს გამოხმაურება არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება და სხვა არაფერი. ძალიან კარგია და მხოლოდ გამიხარდება, თუ დევნილები ბინით უზრუნველყოფილები იქნებიან. ამას მხოლოდ მივესალმები. თუმცა, როდესაც ეკონომიკური აღმავლობა იყო ქვეყანაში, მაშინ არ გახსენებია ხელისუფლებას დევნილები და მათი საცხოვრებელი ფართი, ახლა როდესაც ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება, ახლა მოახერხებს ხელისუფლება დევნილებისთვის 150 მილიონი ლარის გამოყოფას? ეს არის დიდი ტყუილი, ეს არის მხოლოდ საარჩევნო დაპირება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დევნილებისთვის წლის ბოლომდე 150 მილიონი ლარის ღირებულების დაახლოებით 1800 საცხოვრებელ ბინას შეიძენს.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...