მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობა ისევ ტყუის: „გაზპრომი'' ნათია თურნავას საპირისპიროდ აცხადებს, რომ საქართველოსთვის...

მთავრობა ისევ ტყუის: „გაზპრომი” ნათია თურნავას საპირისპიროდ აცხადებს, რომ საქართველოსთვის მოწოდებულ აირზე ფასის 15%-იანი შემცირება არ იქნება

Published on

ძირითადი არგუმენტი, რომელიც გაზპრომთან ხელშეკრულების გასამართლებლად იყენებს საქართველოს მთავრობა,კერძოდ ის რომ რუსეთი საქართველოსთვის გაზის ფასის შემცირებას გეგმავს, ტყუილში ისევ „გაზპრომმა“ ამხილა.

,,რუსეთმა საქართველოსთან ახალი შეთანხმებით მტკიცედ დააფიქსირა გაზის შერჩევის შესახებ ქვეყნის ვალდებულება. ამასთანავე, ფასი იქნება ისეთივე, როგორც იყო ადრე, წლიური 100 %–ის გამომუშავებისას, -განაცხადეს  სააგენტო „ტასს“ კომპანიის პრესსამსახურში.

„საქართველოსთვის ფასი იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო, წლიური 100 %-იანი საკონტრაქტო მოცულობის გამომუშავებისას. ახლა, ამ შერჩევის ვალდებულებები მტკიცედაა დაფიქსირებული“, – აცხადებენ „გაზპრომში“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით,  საქართველო „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს, რის საფუძველზეც მოწოდებულ აირზე ფასის 15%-იან შემცირებას ვარაუდობს.

სააგენტო „ტასის“ თანახმად, საქართველომ 2019 წელს რუსეთის ფედერაციისგან 160 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეიძინა, რაც რუსეთის გაზის წლიური იმპორტის 5%-ს შეადგენს. წელს საქართველო 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის შეძენას გეგმავს „გაზპრომისგან“. ხოლო ნათია თურმავას თქმით, საქართველო 200 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენას აპირებს.

სააგენტო „ტასის“ თანახმად, საქართველოს რუსეთისგან გაზი 2006-დან 2019 წლამდე არ შეუძენია, ქვეყანა რუსეთიდან სომხეთში მიწოდებული გაზის ტრანზიტის 10%-ს იღებდა. 2017 წელს რუსეთმა საქართველოს ტრანზიტის საფასური ნაწილობრივ თანხით, ნაწილობრივ კი ნედლი პროდუქცით გადაუხადა. ხოლო 2018 წელს მხოლოდ თანხით აუნაზღაურა.

სიახლეები

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...

24 დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი – კიევში გლოვის დღეა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - დაღუპულებს...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...